15 წელი მიესაჯა, კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა.
გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე გამოაცხადა, გახმაურებული შემთხვევის მასალები "კურიერმა" ექსკუზიურად მოიპოვა.
"მე გავბრაზდი ჩემს მეუღლეზე და დავუყვირე მას, სახლში მოტანილის გაკეთებაც არ გინდა-თქო. ავიღე მაგიდიდან ზემოაღნიშნული მუქტარიანი დანა, რომელიც დავიჭირე შეშინების მიზნით, დანიანი მარჯვენა ხელი მოვიქნიე ჩემი მეუღლის მიმართულებით, თუმცა ჩემ მიერ მოქნეული ხელი, ჩემს მეუღლეს მოხვდა მარცხენა მხარეს, კისრის არეში, საიდანაც წამოვიდა სისხლი,"- წერია მსჯავრდებულის ჩენებაში.
მკვლელობა სამტრედიაში 2020 წლის დეკემბერში მოხდა, 32 წლის მამაკაცმა ცოლს დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.