28 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"ლელომ" თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

პარტიამ "ლელო-საქართველოსთვის" თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა :

საკრებულოს თავმჯდომარე (სიის პირველი ნომერი) - ბადრი ჯაფარიძე

1. მთაწმინდა - საბა ბუაძე
2. კრწანისი - თაზო დათუნაშვილი
3. ვაკე - დეა მეტრეველი
4. საბურთალო - ვატო სურგულაძე
5. ნაძალადევი - ნიკა ჩერქეზიშვი
6. ისანი - ლანა გალდავა
7. დიდუბე - დიტო აბაშიძე
8. სამგორი - გულიკო ზუმბაძე
9. ჩუღურეთი - კახა ჟღენტი
10. გლდანი - თამარ ადამია

პარტიის გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს ადამიანები "ლელოს" გამორჩეული ლიდერები არიან.

"ისინი ერთვებიან ამ ბრძოლაში სწორედ იმ მიზნით, რომ თბილისს, მის მმართველობას ჩამოვაშოროთ "ქართული ოცნება" და 2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, თბილისში და ასევე, ყველა ადგილობრივი მმართველობით ორგანოში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას, იმას, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქები კრიზისიდან.

ამ შემთხვევაში, თბილისს ვთავაზობთ გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თბილისის განვითარებაში და იმ მდგომარეობიდან გამოყვანაში, რომელიც ახლა "ქართული ოცნების" მიერ არის შექმნილი,"- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები