28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს რევაზ ჩიკოიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს მძიმეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდა და მეორე წუთზე მიღებული ტრავმის გამო დამარცხდა.

ქართველმა მეოთხდეფინალში იაპონელ მეტოქეს მოუგო, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.

დღეს, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა ინა ქალდანმაც, ქართველმა პირველ შეხვედრაში მექსიკელი პარაძიუდოისტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა, სადაც დამარცხდა.

პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი ვერცხლის მედალია.

დღის ამბები