28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ახალციხეში კორონავირუსს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ახალციხეში, კლინიკა "იმედში" კორონავირუსს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. სიმპტომების გათვალისწინებით, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულებს დელტა შტამი ჰქონდათ.

ამ ეტაპზე, კლინიკაში 58 პაციენტი მკურნალობს. მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მძიმეა. 

"კლინიკა იმედში არის 58 კოვიდდადასტურებული პაციენტი. პაციენტები, ძირითადად, არიან საშუალოზე მძიმე და მძიმე მდგომარეობაში, თან უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია.

სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა იყო ბოლო დროს. 25-ში და 28-ში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა,"-აცხადებს კლინიკა "იმედის" ექიმი.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის რეგიონშია. ინფიცირებულთა მკვეთრი მატება არ შეინიშნება იმერეთში, სადაც ბოლო 24 საათში 327 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, მასობრივი იმუნიზაციის 3 ცენტრია გახსნილი. 

"ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეპიდვითარება სწორხაზოვანი მიმდინარეობისაა, აღარ გვაქვს ასეთი მკვეთრი აღმასვლა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. დადებითობის მაჩვენებელი რჩება ისევ საკმაოდ მაღალი. იმერეთში უკვე 116 ათასი დოზა ვაქცინაა გამოყენებული, აქედან ერთი დოზით ვაქცინირებულია, დაახლოებით 80 ათასი ადამიანი იმერეთის მასშტაბით,"-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

დღის ამბები