ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის უწყების განმარტებით, ავია იერიში პასუხია მათი ტერიტორიისკენ ხანძრის გამჩენი ბუშტების გაშვებაზე.
ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამჩენ ბუშტებს პერიოდულად უშვებენ, რის საპასუხოდაც ისრაელი ჰამასის ობიექტებზე თავდასხმას ახორციელებს