28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
სტიქიის მძიმე შედეგები საბერძნეთში - 15 ათასამდე ევაკუირებული ადგილობრივი, სახლებს ეტაპობრივად უბრუნდება 

კვირიანი ხანძრის შემდეგ, საბერძნეთი ახლა უკვე სტიქიის მძიმე შედეგებს უმკლავდება.

ნახანძრალი კუნძული ევია, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ტურისტების რჩეული კურორტი იყო, ახლა ნელ-ნელა ძალებს იკრებს. 15 ათასამდე ევაკუირებული ადგილობრივი, ეტაპობრივად უბრუნდება მშობლიურ სოფელს. ისინი დროებით საველე საცხოვრებელში არიან გადაყვანილები

ბერძნები რთული ბუნებივი კატასტროფის ჟამს კი, მარტო არ დატოვა ქართულმა დიასპორამ. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კუნძულ ევიას მცხოვრებლების დასახმარებლად საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს. ისინი დაზარალებულებს საკვებითა და სხვა პირველად დახმარების ნივთებით ამარაგებდნენ.  

ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართველებს.

დღის ამბები