28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ქაბულის აეროპორტის ტერაქტის ავტორი ლიკვიდირებულია - აშშ-მ "ისლამური სახელმწიფოს" ძალებზე საპასუხო შეტევა განახორციელა

ამერიკამ პირობა შეასრულა, ქაბულის აეროპორტის აფეთქების ავტორი ლიკვიდირებულია.

ბაიდენის მუქარიდან რამდენიმე საათში ამერიკულმა დრონმა გეზი ნანგარჰარის რეგიონისკენ აიღო. მასთან ერთად ავტომობილში თანამზრახველი იჯდა. ამერიკამ სუფთად იმუშავა, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის. ISIS-ის დანაყოფი ხორასანის პროვინციიდან ახლა ვაშინგტონის მთავარი სამიზნეა. თუმცა ამერიკამ იცის, რომ ავღანეთიდან გამოფრენამდე თავადაც იქნება სამიზნე.

სულ ბოლოს ქაბულს სწორედ ამერიკელები დატოვებენ, ევაკუაცია უკვე დაასრულა კანადამ, ესპანეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა - მხოლოდ ლონდონს ავღანეთიდან 15 000-მდე პირი ჰყავს გაყვანილი, მათგან 8 000 ავღანელია.

​ჯერჯერობით დასავლეთი "თალიბანის" აღიარებაზე არც კი ფიქრობს, რეგიონალური სირთულეები მათთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა ჯერ უცნობია სტრატეგია.

ამერიკული ჯარების გასვლასთან ერთად ქაბულის აეროპორტზე კონტროლი ნელ-ნელა თალიბანზე გადადის. თურქეთი კი მართალია თალიბანთან მოლაპარაკებებში ჩაერთო, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებას არ ჩქარობს შემოთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც აეროპორტის ოპერირება საკუთარ თავზე უნდა აიღოს. 31 აგვისტო იქნება ბოლო დღე, როდესაც ავღანეთს საერთაშორისო სუბიექტები საბოლოოდ დატოვებენ.

დღის ამბები