28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
მობილური აცრები თბილისში - ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები, რომლებმაც მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესში ჩართვა კომფორტული გახადა

ადამიანებისთვის აცრაზე ხელმისაწვდომობა დღითიდღე იზრდება. უკვე მეორე დღეა რაც დედაქალაქში, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოძრაობს.

იმუნიზაციის მოძრავი პუნქტები სადგურის მოედანზე, გლდანში და ვარკეთილის მეტროსთან არის განთავსებული. 

მოქალაქეების ნაწილი "კურიერთან" საუბრისას ყვება, რომ აცრის გაკეთებას ჯერ არ აპირებდნენ, თუმცა მობილური პუნქტების გამოჩენის შემდეგ მათთვის პროცედურა გამარტივდა და იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ.

სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში ყველა ის სამედიცინო აღჭურვილობაა, რაც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო.

გვერდითი მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში კი ექიმები მოქალაქეს საჭირო სამედიცინო აპარატურით, ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას.

თბილის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის კიდევ 7 რაიონში თითო ამცრელი ავტობუსი იმოძრავებს და ეტაპობრივად ეს პროექტი მთელ დედაქალაქს მოიცავს.

დღის ამბები