28 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
სად არის მოსალოდნელი 39 გრადუსი სიცხე - სინოპტიკოსები მაღალ ტემპერატურას და ხანძრების გაჩენის რისკს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

დღის ამბები