28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ვაქცინაციის მიმართ ცნობიერების ამაღლება მარნეულში - კამპანიის ფარგლებში სოფელ სადახლოში რამდენიმე მოქალაქე უკვე აიცრა

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში გრძელდება. დღეს მარნეულის სოფლებში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ევროკომისიის მხარდაჭერით ერთჯერადი კამპანია მოეწყო, რაც ვაქცინაციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას მოიცავს.

ასევე პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო აცრაც გაიკეთონ.

სოფელ სადახლოში ვაქცინაცია, ცოტა ხნის წინ, დაიწყო და უკვე 10-მდე ადამიანი აიცრა.

"მოქალაქეების ჩართულობა ძალიან კარგია და თვითონ აქციაც ძალიან კარგია. პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება," - აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ.

დღის ამბები