28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
რთული ეპიდვითარების მიუხედავად, ცესკო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად მზად არის 

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე 34 დღე რჩება, ქვეყანაში კი კვლავ რთული ეპიდვითარებაა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2020 წლის პრაქტიკის მიხედვით, პანდემიის დროს არჩევნების უსაფრთხო პირობებში ჩატარება შესაძლებელია, არჩევნების გადადებას არც ოპოზიციის ნაწილი ემხრობა, თუმცა არიან ისინიც, ვინც არჩევნების ჩატარებას რთული ეპიდვითარების ფონზე, უსაფრთხოდ ვერ მიიჩნევენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ ისინი დღესაც მზად არიან, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

"ცესკოს მიერ, არაერთი განკარგულება იქნა გამოცემული არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად, რაც გულისხმობს უბნის წევრების ტესტირებასა და ვაქცინაციას. ცესკო სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად და სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ეს მოხდება მაშინაც, როგორიც არ უნდა იყოს ეპიდვითარება. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღესაც მზად არის, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "მოქალაქეები" ივანე ნორაკიძე.

დღის ამბები