რუსეთში ბომბდამშენმა "სუ-24-მა" კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი პერმიდან 95 კილომეტრში, ტყეში ჩამოვარდა. ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა.
მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს. მათ სერიოზილი დაზიანებები აქვთ მიღებული.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.