28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
90 წლის ეთერ თორთლაძე და 79 წლის ნანა ზაკუტაშვილი - ორი ბებო, რომლებმაც კორონავირუსი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ დაამარცხეს

90 წლის ეთერ თორთლაძე და 79 წლის ნანა ზაკუტაშვილი - ორი ბებო ბორჯომიდან, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ და კორონავირუსიც ერთად დაამარცხეს. ორივე მათგანი სიცოცხლისთვის საშიშ ვირუსს 2 კვირის განმავლობაში ებრძოდა.

ექიმების დაუღალავი შრომის და ზრუნვის შედეგად მოხუცები დღეს სრულად გამოჯანმრთელებულები არიან. "ჯეო- ჰოსპიტალის" კლინიკის რეანიმაციაში, ახლაც ბევრი მოხუცი გადარჩენისთვის იბრძვიან. ექიმები მათ სიცოცხლეს საკუთარივით უფრთხილდებიან.

ყოველდღიურად ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები კვლავ აგრძელებენ ბრძოლას გადარჩენისთვის. მოხუცები კი ფიქრობენ, რომ მათი გადარჩენა უფლის ნება და მედიკოსების შრომის შედეგი იყო.

დღის ამბები