28 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენები რეგიონებში გრძელდება - პრემიერმა დღეს სხვადასხვა დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

მმართველი გუნდი სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. დღეს პრემიერმა ამომრჩეველებს ხობის, ფოთისა და აბაშის მერობის კანდიდატები წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის დროს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

პრემიერის თქმით, რეგიონების კიდევ უფრო განვითარებისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და პროგრესი მომავალშიც შესამჩნევი იქნება.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე პრემიერმა ხაზი გაუსვა მმართველი გუნდის კანდიდატების უპირატესობას ოპონენტებთან შედარებით.

წარდგენების პარალელურად პრემიერ-მინისტრი მეთევზეებსა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება.

"ქართული ოცნება" 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში კანდიდატების წარდგენებს განაგრძობს.

დღის ამბები