საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი აუცრელი ორსული ემსხვერპლა. ექიმებმა ამჯერადაც ახალშობილის გადარჩენა მოახერხეს.
ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში კვლავ მძიმეა, იმედის საფუძველს კი მხოლოდ ის იძლევა, რომ დღეს პირველად გამოჯანმრთელებულების რიცხვმა ინფიცირებულებისას გადააჭარბა.
სასიკვდილო ვირუსის დამარცხების ერთადერთ გზად კვლავ ვაქცინაცია რჩება, სპეციალისტების განმარტებით ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.
საქართველოს შემთხვევაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა 12 პროცენტია.
სხვა ქვეყნების მსგავსად, ვაქცინირებულების წახალისება საქართველომაც დაიწყო. აცრილებისთვის ლატარია გათამაშდება და დაწესდება ფულადი ჯილდოები.