ქობულეთის ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო - 23 წლის მამაკაცი ქობულეთში კახეთიდან დასასვენებლად იყო ჩასული. ახლობლების ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ 23 წლის მამაკაცის ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
შსს-ში გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.