28 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
მწყინს, რომ კოლეგებში ანტივაქსერები არიან, ეს ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ექიმებს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ანტივაქსერულ მოწოდებებს ავრცელებენ.

"მწყინს, რომ კოლეგებში ანტივაქსერები არიან. ეს ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ," - აღნიშნა გამყრელიძემ მედიავებინარზე.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ექიმების 66% ვაქცინირებულია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალიდან აცრილია 46%.

დღის ამბები