28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
აცრილებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ

მთავრობა ვაქცინირებულების წახალისებას იწყებს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. 

როგორც ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე საუბრისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე. სექტემბრის დასაწყისში კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგო ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

 

დღის ამბები