28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
73 გარდაცვლილი და 4031 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

4031 ახალი შემთხვევა და 73 გარდაცვლილი - ასეთია განახლებული ეპიდსტატისტიკა. გამოჯანმრთელდა 4585 პირი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 744 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 25 358, ხოლო PCR ტესტით - 17 386.

ქვეყანაში "კოვიდ-19-ის" პანდემიის გავრცელებიდანდღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.07% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.04%.

ბოლო 24 საათში აიცრა 26 418 პირი. 

დღის ამბები