ავღანეთში არსებულ მდგომარეობას გერმანიის კანცლერი ეხმიანება. ანგელა მერკელი ამბობს, რომ არ დაივიწყებენ იმ ადამიანებს, რომელთა ავღანეთიდან ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ისინი ქვეყნიდან გაიყვანონ.
კანცლერის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "თალიბანთან" ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ანგელა მერკელმა, ქაბულში მომხდარი აფეთქებებს "მავნე და ბოროტი თავდასხმა" უწოდა.