28 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება დროებით იზღუდება

დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება დროებით იზღუდება. საუბარია როგორც წინასწარ ჯავშანზე, ასევე ცოცხალ რიგზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში დარჩება ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

ახალი რეგულაცია არ ეხება მათ, ვისაც პირველი დოზით აცრის ჯავშანი უკვე გაკეთებული აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაცია შეუფერხებლად გრძელდება და მოუწოდებენ პირველი დოზით აცრის მსურველებს, დაჯავშნონ და აიცრან Pfizer-ის, Astrazeneca-სა და Sinovac-ის ვაქცინებით.

დღის ამბები