ამერიკის შეერთებული შტატები ირანის საფრთხეებისგან ისრაელის თავდაცვას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
ოსტინის თქმით, ირანი საგანგაშო ბირთვულ ნაბიჯებს დგამს, რის გამოც რეგიონში აგრესიულ პოლიტიკას ამწვავებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც დღეს ჯო ბაიდენს შეხვდება.