28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"მეწყრის საშიშროება აღარ არსებობს" - დღეს მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გაიხსნება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩა დღეს დღის მეორე ნახევრიდან ორმხრივად გაიხსნება.

კახი კალაძე ამბობს, რომ არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა და რომ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

პარალელურად, დასრულდებულია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ზედა ფენაც დაიგება; უახლოეს მომავალში მაჭავარიანის ქუჩაზე ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება. 
 

დღის ამბები