28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მოხდა, თუ არა წილკნის ღვთისმშობლის ტაძარის თვითნებურად შელესვა - მე-4 საუკუნის ძეგლი გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს

მეოთხე საუკუნის ტაძარი, რომელიც წლებია ნადგურდება - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთ კედელი თვითნებურად არის შელესილი, მალევე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რეგიონალური ინსპექტირების სამსახური.

ადგილზე ჩასვლისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ფოტოზე აღნიშნული კედელი 1988 წლიდან ასე გამოიყურება, ეს მაშინ როდესაც ტაძრის ხელახალი გადახურვა მოხდა და აღდგა ღვთისმსახურება, პროცესი კი ძეგლთა დაცვის სამსახურთან იყო შეთანხმებული.

33 წლის წინანდელი დაზიანების გარდა, ტაძარი დღეს სავალო მდგომარეობაშია და ის გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს.

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში წერია, უახლოეს პერიოდში ძეგლის შესწავლა და შესაბამისი პროექტის საფუძველზე სამომავლო კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი დაიწყება.

დღის ამბები