8 თვის თავზე გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე - 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავეა და ის მძიმე სასჯელს იმსახურებს. ვანო ზანდარაშვილს განზრახ მკვლელობისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
შემთხვევა რომელზეც მსაჯულებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს, სოფელ ფოლადაანთკარში მოხდა. მკვლელმა სკუტერზე მჯდომ17 წლის ცოტნე აღდგომელაძეს ჯერ მანქანა დააჯახა, ის დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე ათრია, შემდეგ კი გზის პირას მიაგდო.
მკვლელობაში ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა და შემთხვევა ალკოჰოლურ თრობას დააბრალა, თუმცა არაერთმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 45 წლის ვანო ზანდარაშვილი არ იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მან სასტიკი მკვლელობა განზრახ ჩაიდინა.