28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
საქართველოში 12 წლიდან ბავშვების აცრა იწყება - რა ვითარებაა კლინიკებში და რატომ დადგა მოზარდთა ვაქცინაციის აუცილებლობა

12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება - ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებამ რთული ეპიდვითარების გამო მიიღო.

ამ დროისთვის ქვეყანაში 4 ათასი ინფიცირებული ბავშვია, კლინიკებში მოთავსებული მოზარდების მშობლების უმრავლესობა კი აუცრელია. მხოლოდ "ციციშვილის კლინიკაში" დღეში კორონავირუსით ინფიცირებული 20 ბავშვი შეჰყავთ.

ახლა ბავშვების ასაცრელად საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საბოლოო რეკომენდაციას ელოდება.

მოზარდების აცრა და დამატებით Pfizer-ის 2 მილიონი დოზის შემოტანა ქვეყანაში შემოდგომაზე, კიდევ ერთი მიზეზია, რომ მთავრობა მკაცრი ლოკდაუნის შემოღებას არ აპირებს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ Pfizer-ი და Moderna ბავშთა ასაკობრივ ჯგუფში 100 %-ით ეფექტურია. გვერდითი მოვლენების სპექტრი როგორც დიდებში ბავშვებშიც იდენტურია.

დღის ამბები