დაპირისპირება სომხეთის პარლამენტში - დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ჩხუბის შედეგად, ოპოზიციური ფრაქცია "სომხეთის" ლიდერმა გეღამ ნაზარიანმა თვალის ტრავმა მიიღო.
დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დეპუტატებმა ერთმანეთს ბოთლებიც ესროლეს.