28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
რა შედეგებით დასრულდა უკრაინაში პრემიერის ვიზიტი - როგორ აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი 3- დღიან შეხვედრებს

რა შედეგებით დასრულდა უკრაინაში პრემიერის ვიზიტი - ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ყველაზე საინტერესო ამ ვიზიტის ერთი ნაწილი აღმოჩნდა, საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის არაფორმალურ შეხვედრაზე. როგორც პრემიერმა "ტვიტერში" დაწერა, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

თავის მხრივ, შარლ მიშელმა კი ყურადღება მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადის მოახლოებაზე გაამახვილა და თქვა, რომ დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ.

ევროპელი პოლიტიკოსის ეს აქცენტი მწვავე სიგნალად შეაფასა ოპოზიციამ, რასაც არ იზიარებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ შეთანხმება, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში, სრულდება.

დღის ამბები