28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ინდივიდუალური კალმები, პირბადე, თერმოსკრინინგი, საარჩევნო კაბინა ფარდების გარეშე - ცესკო პანდემიური არჩევნების ჩატარებისთვის ემზადება

ცესკო თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარების პირობას დებს. ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად საარჩევნო ადმინისტრაცია, საკუთარი თანამშრომლების აქტიურ ვაქცინაციას ასახელებს.

ქვეყანა კიდევ ერთ პანდემიურ არჩევნებს ჩაატარებს. ინდივიდუალური კალმები, პირბადე, თერმოსკრინინგი, დამცავი ფარებით შეიარაღებული კომისიის წევრები და საარჩევნო კაბინა ფარდების გარეშე - ეს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მთავარი ატრიბუტებია. ცესკო თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზუსტად 38 დღეში საარჩევნო უბანთან მისული მოქალაქეები ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში შეძლებენ.

ცესკომ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა და ის 3 664 უბანზე გავრცელდება. შარშანდელის მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება ექნებათ კოვიდპაციენტებსაც, ასევე იზოლაციაში მყოფ პირებს, მათ სპეციალური ჯგუფი გადასატანი ყუთით მიაკითხავს.

დღის ამბები