ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით მოკლა - სასტიკი მკვლელობა 56 წლის გელა უმიკაშვილმა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩაიდინა.
საქართველოს მოქალაქე მეგობარ ქალს მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებული ბერძენმა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, პარტნიორ ქალზე სისტემატიურად ძალადობდა.
სალონიკში მომხდარი სასტიკი მკვლელობა ბერძნული მედიის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა.