ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ აბაშაში, სოფელ ქოლობანში, დანებითა და ე.წ. კასტეტებით შეიარაღებულმა 5-მა პირმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაჭრილია 25 წლის მამაკაცი. "კურიერი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.