მკვლელობა ჩხოროწყუში - სოფელ ნაფიჩხოვოსა და ჭოღასთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 24 წლის მამაკაცი მოკლეს.
დაჭრილი მამაკაცი ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული, მიუხედავად იმისა, რომ პაციეტს სასიცოცხლო ნიშნები არ ჰქონდა, რეანიმაციული დახმარება 45 წუთი გაგრძელდა.
რაც შეეხება მოკლულის ძმას, რომელიც ასევე დანით მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაეწერა ჩხოროწყუს საავადმყოფოდან.
მკვლელობა სოფელ ნაფიჩხვოში 23 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივებს მოტივზე საუბარი უჭირთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.