28 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ხელისუფლება საარჩევნო კომისიებში მათთვის სასურველ პირებს ნიშნავს - თამარ კორძაია

დამოუკიდებელ დეპუტატი თამარ კორძაია, აცხადებს რომ ხელისუფლება საარჩევნო კომისიებში მათთვის სასურველ პირებს ნიშნავს.

მისი თქმით, მისმა პარტიამ საარ​ჩევნო სუბიექტების თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი შეისწავლა. 

"ყველა ეს შემთხვევა დანიშვნის, ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მერე სასამართლოში. მაგრამ სასამართლოც და ცენტრალური საარჩევნო კომისიაც აგრძელებს იმ ხაზს, რასაც აკეთებდა 2020 წლის არჩევნებისას. არ იხილავს ამ საჩივრებს, ან თუ იხილავს არ აკმაყოფილებს დაუსაბუთებლობის გამო.

რეალობა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი დაინიშნა. დაინიშნა იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" სურვილი იყო და "ქართული ოცნების" ეს სურვილები დააკანონა ისევ სასამართლომ,"- განმარტავს პოლიტიკური გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია.

დღის ამბები