28 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
სისხლიან გარჩევას ჩხოროწყუში 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

მკვლელობა ჩხოროწყუში - სოფელ ნაფიჩხოვოსა და ჭოღასთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული გარჩევა 24 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. 

გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეზობლებისთვის უცნობია, თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვსმიყენებული.

შემთხვევა სამეგრელოში წუხელ გვიან ღამით მოხდა.   

დღის ამბები