წყალდიდობას ტენესის შტატში 21 ადამიანი ემსხვერპლა დაღუპულებს შორის მცირეწლოვნებიც არიან, რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
წყალდიდობამ ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. 10 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე სამძებრო და სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.