28 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მძიმე ეპიდემიური ვითარებაა იმერეთში - რეგიონის მაშტაბით საწოლფონდი თითქმის ამოწურულია

მძიმე ეპიდემიური ვითარებაა იმერეთში - ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით, 803 ადამიანი დაინფიცირდა.

დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, რეგიონის მასშტაბით არსებულ ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდი თითქმის ამოწურულია.

კლინიკა ბომონდის კოვიდგანყოფილების მენეჯერის მამია ყიფიანის თქმით, უახლოეს დღეებში ალბათ 20-30 საწოლი დაემატება. 

"საწოლფონდის დამატება ისევ დღის წესრიგში დგას. უახლოეს დღეებში ალბათ 20-30 საწოლით, ჩვენი მაქსიმალური რესურსით გავზრდით საწოლფონდს. მაგრამ რა თქმა უნდა ახალი დადასტურებული შემთხვევები იმის საშუალებას არ მოგვცემს, რომ კვლავ უზრუნველვყოთ რეგიონის და ქალაქის მოსახლეობა საჭირო საწოლებით. 

საველე ჰოსპიტალის გახსნა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საწოლფონდი ამოგვეწურა, დღის წესრიგში დგას და ალბათ ერთადერთი გამოსავალია ამ ეტაპისთვის," - ამბობს მამია ყიფიანი. 

რეგიონის კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ისინი საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტებს ათავსებენ. მათი თქმით, კლინიკებთან ცოცხალი რიგებია და ცარიელი ადგილების შევსება ყოველდღიურად ხდება.

"ამ დროისთვის, ჩვენთან კლინიკაში მკურნალობს 105 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 6 რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან 3 მეორე დონეზე, 3 პირველ დონეზე. გვყავს 25 ბავშვი, რომლებიც ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად. 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება. გარდაიცვალა 80 წლამდე პაციენტი, რომელსაც ჰქონდა სხვადსხვა ქრონიკული დაავადებები,"- ახალი ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნოდარ მაღლაფერაძე. 

რაც შეეხება დედაქალაქის საველე ჰოსპიტლებს. ქავთარაძეზე განთავსებულ ჰოსპიტალს, ამ ეტაპზე ადგილზე 47 ჟანგბადდამოკიდებული კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია

დღის ამბები