28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
სრულად ავტორებული Pfizer-ი - ვაქცინამ აშშ-ს მარეგულირებლის მოთხოვნების ყველა საფეხური გაიარა

სრული ავტორიზაცია Pfizer-ის ვაქცინას - ეს სტატუსი პრეპარატს 16 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მიანიჭა.

აქამდე ვაქცინას საგანგებო ვითარებაში გამოყენების ნებართვა ჰქონდა. ჯერჯერობით ეს ნებართვა აქვს ვაქცინას 12-დან 16 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის.

Pfizer​-ი COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელმაც ამერიკის მარეგულირებლის მოთხოვნების ყველა საფეხური გაიარა.

სიახლეს გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას, რომელიც ვაქცინის სრულ ავტორიზაციას ელოდა, აცრისკენ მოუწოდა.

დღის ამბები