გახდება თუ არა "ჩრდილოეთის ნაკადი 2" - რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მიზეზი - გერმანიის კანცლერის თქმით, თუ რუსეთი გაზსადენს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას მხარს დაუჭერს.
პროექტი, რომელიც ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა, უკრაინის გვერდის ავლით გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანზიტს უზრუნველყოფს - ეს კი უკრაინას მნიშვნილოვან ფინანსურ დანაკარგს მოუტანს.