28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ქაბულის აეროპორტში ჭყლეტვაში 7 ადამიანი დაიღუპა

"თალიბანი" ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევაკუაციის მორიგი ეტაპის განსახორციელებლად აეროპორტი 48 საათის განმავლობაში ჩაიკეტებოდა. ამ ინფორმაციას არეულობა მოჰყვა, რა დროსაც ჭყლეტვაში 7 ადამიანი დაიღუპა. ვითარებას ამძიმებს კიდევ ერთი ცნობა - მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ. სწორედ ამის გამო, ამერიკის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებისგან თავი შეიკავონ.

უსაფრთხოების გარანტიას თალიბანი აძლევს საგარეო საქმეთა დევნილ მინისტრს და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის ძმას. საერთაშორისო მედია უკვე აქტიურად საუბრობს მოჰამედ ხანიფ ატმარის და ჰაშმატ განის ქაბულში დაბრუნებასთან დაკავშირებთ.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი ახალი მთავრობის ფორმირებაში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე კი რადიკალური დაჯგუფება მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში წესრიგის დამყარებას განაგრძობს და უკანონობის აღკვეთას ცდილობს.

რას გააკეთებენ მსოფლიოს ლიდერები მიგრანტების დასახმარებლად ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება. 1000-მდე ლტოლვილის მიღების მზადყოფნა გამოთქვა დღეს არაბეთის გაერთიანებულმა საემირომ. ჯამში, ლტოლვილთა ნაწილის შეფარებას ამ ეტაპზე 30-მდე ქვეყანა გეგმავს, რომელთა შორის მხოლოდ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოა.

დღის ამბები