28 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ქათული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე აკაკის, კრატასიუკის, 8 მარტის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

კანდიდატის განცხადებით, ამ უბნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა: აშენდა საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სტუდენტები პროფესიულ საზღვაო განათლებას მიიღებენ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში.

ბექა ვაჭარაძის თქმით, გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული.

დღის ამბები