28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
გიგი უგულავა ისევ 5 ნომრით და ისევ მერობისთვის, ამჯერად, ფოთში იბრძოლებს - როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასება

ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ფოთის მერობის კანდიდატი წარადგინა.

კენჭს ფოთში თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა იყრის. მიუხედავად იმისა, რომ იგი "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ ირიცხება, არსებული საარჩევნო ნომერი მისთვის კარგად ნაცნობია.

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად, არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს გიგი უგულავას არჩევისთვის 5 ნომრის შემოხაზვა მოუწევთ. არაერთგვაროვანია მმართველი გუნდის სხვა ოპონენტების პოზიცია უგულავას კანდიდატურასთან მიმართებით.

"ქართულ ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავასთვის არჩევნები წარუმატებელი იქნება.

დღის ამბები