ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში ათასობით ადამიანი ევაკუირებას უცდის. ავღანელი ოჯახები ჩვილ ბავშვებს ამერიკელ სამხედროებს ატანენ.
ავღანეთიდან ევაკუირებული საქართველოს 2 მოქალაქე კი უკვე სამშობლოშია. მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბებმა დაიკავეს, ისინი ჯერ ტაშკენტში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ავღანეთიდან სულ საქართველოს 8 მოქალაქე დაბრუნდა. დანარჩენ 16 ქართველს, რომლებიც გუშინ დიდ ბრიტანეთის მიმართულებით გაემგზავრნენ, სამშობლოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ იმყოფებიან.