28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ვაქცინაცია არის ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ყველაზე ქმედითი და ეფექტური, გამოცდილი გზა - ივანე ჩხაიძე

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, საყოველთაო ვაქცინაციაში მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული. ერთი დოზით მაინც აცრილია 938 ათასი ადამიანი. გასულ 24 საათში კი აცრილთა ნიშნულმა 28 ათასს მიაღწია.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი ყველაზე ქმედითი და გამოცდილი გზაა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებისთვის.

"აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ღონისძიებები, რომლებიც სწრაფ შედეგს გვაძლევენ. ეს არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელის ჰიგიენა და რაც მთავარია - საზოგადოების თავშეყრის, ნებისმიერი თავშეყრისგან თავის არიდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.

მეორე - ერთადერთი, რაც ახლა გვაძლევს ოპტიმიზმისა და დადებითი შეფასების საფუძველს, ეს არის ვაქცინირებული ადამიანების ზრდა. გუშინ დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ციფრი, 28500, ეს არის, მართლაც, ის, რაც ქვეყანას და ყველა ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს სჭირდება.

ეს არის ყველაზე ქმედითი და ეფექტური გამოცდილი გზა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების. თითქმის მილიონამდე ადამიანი არის ქვეყანაში უკვე ვაქცინირებული," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები