28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
კრამერი და იან კელი ამ განცხადებას თითქოს ოპოზიციის დაკვეთით ასრულებენ, მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დევიდ კრამერს საქართველოს მთავრობას პასუხი უნდა გასცეს. საუბარია სტატიაზე, რომელიც გამოცემაში Foreign Policy გამოქვეყნდა. 

"თითქოს ისინი ამ განცხადებას ქართული პოლიტიკური ოპოზიციის დაკვეთით ასრულებენ. მე შორს ვარ იმ განცხადებისგან, რომ თვითონ აშშ და თეთრი სახლი იზიარებდეს ამ პოზიციას, რასაც ეს პენსიონერები აჟღერებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ამაზე გაამახვილოს ყურადღება და საკადრისი პასუხი გასცეს,"-აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

დღის ამბები