28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დახვდნენ.

დღეს ქალაქ ლვოვში უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლებს. ხოლო უკვე ხვალიდან, ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამავე დროს ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს შეხვედრას უკრაინის  რადას თავმჯდომარესთან.

 

დღის ამბები