28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
დიღმის საველე ჰოსპიტალში 20 პაციენტს მკურნალობენ - კოორდინატორის თქმით, სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი გადამზადება გაიარა

ქვეყანაში საწოლფონდების რაოდენობა იწურება. სწორედ ამიტომ დიღმის საველე ჰოსპიტლის გამოყენება გახდა საჭირო. გუშინ პირველი 9 პაციენტი მიიღეს. ადგილზე დღეს პაციენტების მეორე ნაკადის გადაყვანა გახდა საჭირო.

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 20 პაციენტია მოთავსებული, მათგან რამდენიმე ჟანგბადზე არ იმყოფება, დანარჩენი კი ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კოორდინატორის თქმით, 2 პაციენტის თანმხლები დაავადების გამო, მათი რეფერირება ჰოსპიტლიდან სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა.

რევაზ კუჭუხიძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია. პროცესში კი უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი.

დღის ამბები