მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 210 მილიონს გადაცდა. ვირუსის გავრცელების სტატისტიკა კვლავ მზარდია შტატებში, ბრაზილიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში.
ჯო ბაიდენის განცხადებით, შტატებში მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება, სექტემბრიდან კი მოსახლეობის მესამე დოზით აცრას დაიწყებენ.
12 წლიდან ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა მოზარდებისთვის იტალიასა და ბრაზილიაში. გართულებული ეპიდვითარების გამო რეგულაციებს ამკაცრებენ ირნსა და ინდონეზიაში. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კი ლოკდაუნია გამოცხადებული.