28 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება და აკურთხებენ ხილს.

ფერისცვალება 12 უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. ქრისტიანული სწავლების თანახმად, სწორედ ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

დღის ამბები