28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მონაზონი, 91 წლის ელენე გოგიტიძე კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი, ასევე სასულიერო პირი, მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე წერს:

"დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე).

დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი.

დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს!

დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!"- წერს სასულიერო პირი.

დღის ამბები