28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ევაკუაციის 3 დღიანი მოლოდინი დასრულდა - ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დაბრუნდა, სამშობლოში დაბრუნებას კიდევ 16 ელოდება

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ევაკუირებულია - სამშობლოში დაბრუნებას კიდევ 16 ქართველი ელოდება.

მთავარი პრობლემა ქაბულში გადაადგილებაა - სწორედ ეს აფერხებს მათ მიყვანას აეროპორტამდე, სადაც ბაზას ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი სამხედროები აკონტროლებენ.

ავღანეთი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება - თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი უკვე ქვეყანაშია. რადიკალური დაჯგუფება სამოქმედო გეგმაზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს, თუმცა ამ გეგმებს და სტრატეგიას ნაკლებად ელოდება მოსახლეობა - გაქცევის მსურველთა საგანგაშო რაოდენობა მზარდია, ეს კი თავის მხრივ ევროპისთვის დამატებითი თავის ტკივილია. გამოწვევის აღიარების პარალელურად დასავლური ქვეყნების ნაწილმა ლტოლვილები უკვე მიიღო.

დღის ამბები